shedule image
საზაფხულო სტუნდენტური მოგზაურობა

ტურიზმი

სოფლის მეურნეობა

გარემოს დაცვა

ვისოლ ჯგუფისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზაფხულო სტუდენტური მოგზაურობა

საზაფხულო სტუდენტური მოგზაურობა #იზრუნე ვისოლ ჯგუფისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტია.

პროექტის ფარგლებში ვისოლ ჯგუფი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ილიაუნის სამეცნიერო-კვლევით ბაზებზე (დედოფლისწყარო, ყაზბეგი), აგვისტოში ორგანიზებას გაუწევს გასვლით ბანაკებს სტუდენტებისთვის.

ტურიზმი

სოფლის მეურნეობა

გარემოს დაცვა

მიზანი

პროექტის მიზანია, სტუდენტებმა გაიღრმაონ ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება აღნიშნული მიმართულებებით და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარი ინტერესების შესაბამისად ჩაერთონ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში.

საინტერესო ლექციების, ექსპედიციებისა და სხვა ტიპის აქტივობების პარალელურად პროექტის მონაწილე სტუდენტები, ბანაკის თემატიკიდან გამომდინარე, საკუთარი ინტერესების შესაბამისად დაეხმარებიან სოფლის მეურნეობაში, აგრეთვე ტურიზმის მიმართულებებით დასაქმებულ ადგილობრივ მოსახლეობას (ფერმერები, სასტუმროს მფლობელები) საჭირო საქმეებში, ასევე მუნიციპალიტეტებს ტურისტული ლოკაციების მოწესრიგებაში.

7-11 აგვისტო
პირველი ნაკადზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 3 აგვისტო
რეგისტრაცია დასრულებულია დეტალური განრიგი
12 - 16 აგვისტო
მეორე ნაკადზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 5 აგვისტო
რეგისტრაცია დასრულებულია დეტალური განრიგი
17 - 21 აგვისტო
მესამე ნაკადზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 13 აგვისტო
რეგისტრაცია დასრულებულია დეტალური განრიგი
22-26 აგვისტო
მეოთხე ნაკადზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 18 აგვისტო
რეგისტრაცია დასრულებულია დეტალური განრიგი

მონაწილეობის პირობები

iliauni students

პროექტში #იზრუნე წელს მონაწილეობას მიიღებს 200-მდე სტუდენტი, რომლებიც შეირჩევიან სამოტივაციო წერილის საფუძველზე. პროექტი წელს საპილოტე რეჟიმში ხორციელდება და მასში მონაწილეობა მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არის შესაძლებელი.

მომავალ წელს პროექტი მთელი ზაფხულის განმავლობაში განხორციელდება და მასში მონაწილეობის საშუალება მიეცემათ სტუდენტებს მთელი საქართველოდან.

დაფინანსება

შერჩეული კანდიდატები მიიღებენ 100%-იან დაფინანსებას, რომელიც სრულად დაფარავს პროექტში მონაწილეობის ხარჯებს (კომფორტულ ნომრებში განთავსება, სამჯერადი კვება, ტრანსპორტირება, ექსპედიციებში მონაწილეობა, სასწავლო მასალები). redaqtireba