shedule image
საზაფხულო სტუნდენტური მოგზაურობა

პროექტის პრეზენტაცია და პრესკონფერენცია

31 ივლისი

31 ივლისს ვისოლ ჯგუფისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციაზე ორგანიზაციებმა საზოგადოებას ახალი, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი „საზაფხულო სტუდენტური მოგზაურობა #იზრუნე“ გააცნეს.

პროექტის მიზანია, სტუდენტებმაცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება გაიღრმაონ ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით და ჩაერთონ საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში.

პროექტის ფარგლებში, აგვისტოში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ბაზებზე, ჩატარდება გასვლითი ბანაკები სტუდენტებისთვის ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებით. საინტერესო ლექციების, ექსპედიციებისა და სხვადასხვა ტიპის აქტივობების პარალელურად პროექტის მონაწილე სტუდენტები, ბანაკის თემატიკიდან გამომდინარე, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით დაეხმარებიან სოფლის მეურნეობაში, აგრეთვე ტურიზმის მიმართულებებით დასაქმებულ ადგილობრივ მოსახლეობას (ფერმერები, სასტუმროს მფლობელები) მათთვის საჭირო საქმეებში, ასევე მუნციპალიტეტებს ტურისტული ლოკაციების მოწესრიგებაში.

პროექტში #იზრუნე წელს მონაწილეობას მიიღებს 200-მდე სტუდენტი, რომლებიც შეირჩევიან სამოტივაციო წერილის საფუძველზე. პროექტი წელს საპილოტე რეჟიმში ხორციელდება და მასში მონაწილეობა მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არის შესაძლებელი.

მომავალ წელს პროექტი მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობის საშუალება მიეცემათ სტუდენტებს მთელი საქართველოდან. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, გარემოს დაცვითი ორგანიზაცია CENN და USAID.